ზუგდიდში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერაბი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან შეიკრიბნენ.
აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ხელისუფლების მხარდამჭერებმა, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს კვერცხები დაუშინეს.
მათი განმარტებით “ნაციონალურ მოძრაობას” მორალური უფლება არ აქვს ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბძოლონ.
ამ დრომდე ადგილზე სამართალდამცავები არ გამოჩენილან.
“ოცნების” მხარდამჭერების პროსტესტს უპასუხეს ზუგდიდის ნაციონალური მოძრაობის შტაბიდან და პროტესტის ნიშნად ფანჯრიდან 100-დოლარიანები გადმოყარეს და ხელისუფლების მომხრეებს მონები უწოდეს.