ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 4 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანში. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

“მთაწმინდის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, გალაკტიონ ტაბიძის, დადიანის, ლერმონტოვის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გია რომელაშვილის, ანაპის და უცნობ გმირთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საინგილოს, შორაპნის, შანდორ პეტეფის, წულუკიძის და კახეთის ხევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, IV, V კვარტლების, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის, აკაკი ბელიაშვილის და ხოშარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, თორნიკე ერისთავის, დემეტრე თავდადებულის, გოდერძი ჩოხელის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), ტარიელის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, პეტრიწის, ვეფხისტყაოსნის, თინათინის და ავთანდილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუას და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებში.

იტვირთბა....