მცხეთის მერიასთან ოპოზიციის პროტესტის მიმდინარეობისას “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ზაალ უდუმაშვილს ბოთლი და ცოცხი ესროლეს.
ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე დაპირისპირება იყო ასევე “ქართული ოცნების” აქტივისტებსა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას შორის. აქტივისტებმა ბოკერიას წყალი შეასხეს.
მცხეთის მერიასთან მობილიზებულია სამართალდამცავთა ჯგუფი.