მცხეთაში, მერიასთან, სადაც აქცია-მსვლელობით ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დახვდნენ.
ცოტა ხნის წინ ადგილზე დაპირისპირება იყო, სადაც “ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, რომლებსაც ოპოზიცია “ტიტუშკებად” მოიხსენიებს, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას წყალი შეასხეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები გუშინდელ შემთხვევას აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ დაშავებულ ახალგაზრდებს, რომლებიც “ქართული ოცნების” მხარდაჭერებმა სცემეს.
მცხეთის მერიასთან სამართალდამცავთა უპრეცედენტო მობილიზებაა.