გია ვოლსკის წინააღმდეგი არ არის ოპოზიციამ მათ მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი ომბუდსმენის მეშვეობით ოდირში გაგზავნოს.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ მოდელის ქართულ კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში ყველა დარწმუნდება.
“სახალხო დამცველს მათ პოლიტიკურ თანამოაზრედ მიიჩნევენ. არაფერს ხელი არ უნდა შევუშალოთ, პირიქით, რაც მეტი ადამიანი დარწმუნდება, რომ ეს მოთხოვნები არ შეესაბამება კონსტიტუციას, გაცილებით უკეთესი იქნება სიწყნარისთვისაც და მომავლისთვისაც,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აპირებს რომ ეუთო/ოდირთან გადააგზავნოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ შემუშავებული მოდელი.