“პირადად შევხვდი ეუთო/ოდირის პრეზიდენტს, ასევე ვესაუბრე შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებს. ისინი ინფორმირებულები არიან, რომ სახალხო დამცველი აპირებს აღნიშნული კანონპროექტის გაგზავნას. ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში, ანუ მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე და შემდეგ უკვე სახალხო დამცველი, მე მივმართავ ეუთო/ოდირს მოსაზრების წარმოსადგენად იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდება და რომელიც იქნება დარეგისტრირებული პარლამენტში”
ნინო ლომჯარია – საქართველოს სახალხო დამცველი
შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენი აპირებს ეუთო/ოდირს გადაუგზავნოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებული მოდელი.