aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებს, დაუბრუნდნენ შეკრების მშვიდობიან ფორმებს” – თალაკვაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ დაუბრუნდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიან ფორმებს, გააგრძელონ პროტესტი რამდენი ხანიც სურთ

თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ეს სიტუაცია ძალიან მალე დასრულდება.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ინციდენტის პრევენცია მოხდეს წინასწარ. ჩემი პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებთ, გუშინ რაც ვნახეთ, რეალურად ნათელია საზოგადოებისთვის თუ რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება. მე თუ მკითხავთ, სახელმწიფომ ამ შემთხვევაში, უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტივობები, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს. აქცია უნდა დარჩეს მშვიდობიან ფორმებში, ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული, თუმცა, წინასწარვე უნდა მოხდეს იმ აქტივობების პრევენცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა და დაპირისპირება. ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის რეკომენდაცია იქნება, რომ მომავალში იმ ჯგუფების მიმართ, ვინც პროვოცირებას ახდენს, გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული ზომები და წინასწარ აღიკვეთოს ასეთი სარისკო ქმედებები,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართული ოცნების” ოფისთან, მმართველი პარტიის გულშემატკივრებსა და ოპოიციას შორის სიტყვიერი და პიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

იტვირთბა....