“გული შემტკივა ჩემს ქვეყანაზე. 9 წელი ხალხი გააუპატიურეს, გააჩანაგეს. ეს ჩვენი, ახალგაზრდების კეთილი ნებაა, გვაღიზიანებს ეს ხალხი, ჩვეულებრივი ტერორისტები არიან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ შემოტრიალდეს. ხალხმა ბევრჯერ გადაწყვიტა არჩევნებით, რომ ესენი არ უნდათ. ყოველთვის დავდგები იქ, სადაც გავაპროტესტებთ “ნაციონალური მოძრაობის” ძალადობრივ რეჟიმს”
ნიკოლოზ გოგაშვილი, სუს-ის უფროსის, სოსო გოგაშვილის შვილი
TV პირველი
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან ერთმანეთს პერიოდულად უპირისპირდებიან მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაკავებულებზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.