ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს” – პროკურორი

„სასამართლომ აუკრძალა დანიშვნითი თანამდებობის დაკავება. აღნიშნულ შემთხვევაში, ნიკანორ მელია, როგორც პარლამენტის წევრი, არის არჩეული თანამდებობის პირი, ანუ აეკრძალა დანიშვნითი თანამდებობის დაკავება“, – აღნიშნული განცხადება “ბანკი ქართუს” საქმეზე ნიკა მელიასთვის გამოტანილ განაჩენზე პროკურორმა გააკეთა.

მისი თქმით, შეუნარჩუნდება თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი, აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.

„ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. მას შემდეგ, როდესაც ჩვენ განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს გავეცნობით, როდესაც განაჩენი შევა კანონიერ ძალაში, ამასთან დაკავშირებით, როგორც ჩვენს მიერ, ისე პარლამენტის მიერ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აცხადებს პროკურორი.

შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია “ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე სასამართლომ 25 000 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ამავე საქმეზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.

მელიასა და ადეიშვილს ბრალი 2013 წელს “ბანკი ქართუს” საქმეზე წაუყენეს. მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავება.

 

იტვირთბა....