aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ის, რაც რუსეთმა გააკეთა სიგიჟეა, მაგრამ ჩვენ თუ კედელს ავაშენებთ, როგორც სააკაშვილმა, მდგომარეობა არასოდეს შეიცვლება” – ივანიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში, სადაც საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს შეეხებო განაცხადა, რომ ის, რაც რუსეთმა გააკეთა სიგიჟეა, მაგრამ ჩვენ თუ კედელს ავაშენებთ და სიძულვილის ენას გამოვიყენებთ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, მდგომარეობა არასოდეს შეიცვლება

სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა, რომლის ქონებაც 5.4 მილარდ აშშ დოლარს შეადგენს, გადადგა ნაბიჯები, რომლითაც საქართველოს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისა და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვისკენ უბიძგა. თანაც ეს ხდება, მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი.

გამოცემასთან ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალებია საჭირო.

„მე განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ქვეყანაში ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან“, -აცხადებს ის.

ივანიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში საკონცერტო დარბაზების, მუზეუმების, ბოტანიკური ბაღებისა და ეკლესიების მშენებლობაში უკვე 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა.

იტვირთბა....