„გვინდა, რომ პროცესები რუსთაველის გამზირიდან გადავიდეს პარლამენტში. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ამიტომ მოვამზადეთ დოკუმენტი, რომელიც დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისობაშია ჩვენს კონსტიტუციასთან.
თუ ხელისუფლება არ აპირებს არანაირ შემოთავაზებაზე წამოსვლას და განხილვას, ეს ნიშნავს, რომ შეხვედრა უბრალოდ დიპლომატებთან ქულის ჩასაწერადაა. თუ აპირებენ ჩვენი არგუმენტების მოსმენას, მზად ვართ, რომ ეს არგუმენტები წარვუდგინოთ. იმედი მაქვს, ხელისუფლება იქნება გონიერი და შეისმენს არგუმენტებს”
ნინო ბურჯანაძე – „დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი
შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეხვედრა იმართება, სადაც მთავარი თემა საარჩევნო სისტემაა.