ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დათვების რეაბილიტაციის ცენტრი ახალ კადრებს ავრცელებს

დათვების რეაბილიტაციის ცენტრი ახალ კადრებს ავრცელებს: “თქვენ გეგონათ რომ მაიმუნობები დასრულდა?! ნურას უკაცრავად, გარემოს გამრავალფეროვნება გრძელდება და დათვებიც უფრო და უფრო საქმიანები ხდებიან”, – ვკითხულობთ ფოტოების აღწერაში.

“თბილისის ზოოპარკი დათვების რეაბილიტაციის პროგრამაზე მუშაობს. ზოოპარკის ძველ ტერიტორიაზე 2015 წლის წყალდიდობამდე 20-მდე დათვი ბინადრობდა. მიუხედავად არასაკმარისი ტერიტორიისა, ზოოპარკი შეძლებისდაგვარად ცდილობდა საკუთარი წვლილის შეტანას დათვების კეთილდღეობის საქმეში, რაც გამოიხატებოდა მძიმე პირობებში მყოფი დათვების ზოოპარკში დაბინავებით. წყლდიდობის შედეგად ზოოპარკის ისედაც პატარა ტერიტორია კიდევ უფრო შემცირდა, რამაც ზოოპარკის შესაძლებლობები დათვების დახმარების საკითხში კიდევ უფრო მწირი გახადა.

2017 წლის მაისის თვეში თბილისის ზღვის მიმდებარედ ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 1,2 ჰა ფართობის დათვებისა და მგლების ვოლიერი. ახალგახსნილი ვოლიერი სრულიად აკმაყოფილებს მასში მობინადრე ცხოველების მოთხოვნილებებს – მცირე ტყე, ბუჩქნარი, მინდორი, აუზი, ბორცვები ქმნიან იმ პირობებს, რომლებშიც ეს ცხოველები ბუნებაში ბინადრობენ. ვოლიერის პირობებისა და დათვებისა და მგლების თანარსებობის ერთოლიობა სოციალიზაციისა და ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა.
. – ვკითხულობთ გვერდის აღწერაში, რომელიც უფრო ვრცლად შეგიძლიაით იხილოთ ბმულზე:

https://www.facebook.com/pg/Bearrehabilitation/

დღესდღეობით, თბილისის ზოოპარკში 8 დათვი და 7 ბელი ბინადრობს.

იტვირთბა....