“დაველოდებით, როდის გამოვა თეა წულუკიანი – გასცეს ხალხს პასუხი”, – აღნიშნული განცხადება ევროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე, “მეტრონომთან” საუბრისას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, ოპოზიცია აქციების შეწყვეტას არ აპირებს.
“აქციები არ შეწყდება და იქნება პერმანენტული”, – აღნიშნა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბიბლიოთეკასთან აქციის გამართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იქ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მივიდა.
აქციის მონაწილეებმა ბიბლიოთეკის შენობის ფანჯრებზე სტიკერები წარწერით – “შეცვალე” გააკრეს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 28 ნოემბერს ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.