ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ბიბლიოთეკის შენობის ფანჯრებზე სტიკერები წარწერით – “შეცვალე” გააკრეს.
ამის შესახებ ადგილიდან “მეტრონომის” ჟურნალისტი იტყობინება.
შეგახსენებთ, გუშინ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.