“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომლის დაკავების შესახებ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, თავისუფალია.
ამის შესახებ მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
“დამიჭირეს, განგარიდეთო, გამომიშვეს, აგერ ტაქსით მოვდივარ უკან აქციაზე”, – წერს უგულავა და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ აქცია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ამ წუთებშიც გრძელდება.