იუსტიცისს საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარესნ ბიძნა ივანიშვილს მიმართვს.
“მეტრონომი” წერილს უცვლელად გთავაზობთ.
“წერილი ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს
(სახელები დალაგებულია გვარების ანბანური თანმიმდევრობით, სკოლიდან მიღებული
რიგითობის დადგენის მეთოდით, ქოცნაცობას რომ არ ვაწყენინოთ)
გამარჯობა. გწერთ ადამიანი, რომელმაც ეცადა თქვენი ორივეს მიერ აშენებული ციხეების
დანგრევას. თქვენ ჩვენ დაგვღალეთ. თქვენი ეგოების პერფორმანსები ისევე მოსაწყენია
როგორც ყოველ ახალ წელს ახლიდან ნაჩვენები გაცვეთილი რუსული კომედია. აქაც
წინასწარ ვიცით რაც მოხდება. თქვენი საკუთარ თავისთვის თავმომწონეობას მიჰყვება
ქვეყანა. რაც ნაკლებ განცხადებებს გააკეთებთ მით უკეთესია, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით
უკვე მათში რა ითქმის.
ყველაზე ადექვატური თქვენ შორის ორთაბრძოლაში, რომელსაც
ქვეყანა მიჰყვება, ერთი კარგი ფროიდიანული ფსიქოანალიტიკოსი იქნებოდა. ყოველ
შემთხვევაში, თქვენი განცხადებები იმდენად ცდება ქვეყნის ინტერესებს, რომ ისინი
მხოლოდ და მხოლოდ კარგ ფსიქოანალიტიკურ საკვლევ მასალას თუ წარმოადგენს.
თქვენს თვალსაწიერში არ არის არც დაღლილი ხალხი, არც მშრომელი ემიგრანტები, არც
მშიერი და ქუჩაში დაყრილი მოხუცები და ბანკში წინასწარ დატოვებული მათი პენსიები,
არც სიცივეში გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები, არც გამონაბოლქვით მსუნთქავი
მოსწავლეები, არც დაღლილი დემონსტრანტები და პოლიციელები, არც აყრილი გზები და
არც კორპუსებს გარეშე დარჩენილი რამდენიმე კვადრატული მეტრი, არც დეპრესიაში
ჩავარდნილი მოზარდები და ავარიებისან დაშლილი ოჯახები.
ეს ზუსტად ვნახეთ და ვიცით.
თქვენ შეპყრობილნი ხართ ერთმანეთთან ეგო შეტაკებებით, ჩვენი კი ვოცნებობთ სულ სხვა
ქვეყანაზე. ქვეყანაზე სადაც დილას ბედნიერად ვულაგებთ ჩანთას შვილებს და მშვიდად
ვატანთ ბუფეტის ფულს, სადაც გზის და ბუფეტის ფული ყველა ბავშვს აქვს, სადაც
სკოლიდან გამოსულები მშვიდად გადადიან გზაზე და თამაშობენ მწვანე მოლზე დიდ
ქალაქში, სადაც სუფთა ჰაერზე ვსეირნობთ შაბათ კვირას, ოჯახებით ვიცინივართ და არ
გვეშინია ტელეფონზე ცუდი შეტყობინებების, სადაც დედები და მამებიც აქ არიან, ჩვენთან
ერთად, ამერიკელი მოხუცების მაგივრად საკუთარ შვილიშვილებს ასეირნებენ, სადაც ჩვენი
შვილები მეცადინეობენ, კითხულობენ, უნივერსიტეტებში ესსებს წერენ, კარგ ფილმებს
უყურებენ, და სამ სამსახურში არ მუშაობენ რომ აქეთ გვარჩინონ და ვალები გაისტუმრონ
თვიდან თვემდე.
მოკლედ, თქვენ ასეთ ქვეყანას ვერ მოგვიტანთ. არა იმიტომ რომ არ
შეგიძლიათ. იმიტომ რომ თქვენ სამყაროში არსებობს მხოლოდ თქვენი დუელი, სადაც
ხალხს მხოლოდ სეკუნდანტების როლი ღა დაგვრჩა- იმ სეკუნდანტების, რომლებიც
ამასობაში დაბერდნენ.
მოკლედ, თქვენი მენტალური პენსიის დროა. დაგვღალეთ. წადით, აი როგორც ამ
სურათშია, ერთად წადით და ერთმანეთს ლოტო ეთამაშეთ, ან ჭადრაკი, ან დომინო.
აზარტულს ნუ ითამაშებთ რამეს, შეჩვევა იცის” – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.