პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს “ევროპული საქართველოს” წევრს ელენე ხოშტარიას.
მან პოლიციელებს მოუწოდა, როგორც დეპუტატისთვის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის ნება მიეცათ, თუმცა უშედეგოდ.
“პოლიციელები დაანგრიეს უკვე, შეშის ქურდებად გახადეს. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი ციხე-სიმაგრეებით უწევთ სამსახურში სიარული და ესე იქნება სულ. სამი ადამიანი დააკავეს, სულ ყველა რომ დაგვაკაონ, მაინც იგივე იქნება, ეს მინდა კარგად იცოდნენ მატყუარა ვაჟა სირაძემ და სხვებმა,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.