ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პესიმისტური და არაიმედის მომცემი” -გოგიჩაიშვილი ივანიშვილის ინტერვიუზე

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ გუშინდელი ეთერი პესიმიზმით იყო გაჯერებული.

“ჩემთვის გუშინდელი ეთერი იყო როგორი პესიმიზმით გაჯერებული, რაც ვართ ეს ვართ. იმათ ხომ ვჯობივართ, კაი მე ეს ვარ, მაგრამ იმათ ხომ ვჯობივართ? მე ვფიქრობ, გუშინ ადამიანები დაითრგუნებოდნენ ამ გამოსვლით, იმდენად პესიმისტური და არაიმედის მომცემი იყო ეს ყველაფერი” – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს რომ 7 წლის თავზე ემალება “ქართული ოცნება”, ცოტა სასაცილოა და არასერიოზული. ჩვენ სულ ვამბობდით, ისე ნუ მიგყავთ პოლიტიკა, რომ დროთა განმავლობაში დაემსგავსოთ ნაციონალურ მოძრაობას. შეიძლება ტოლობა არ არსებობს დღეს, მაგრამ გზა ავტორიტარიზმის, ტყუილის, გზა იმ სისტემის გადმობარების, ჩვენ ხომ ვხედავთ? იმ მოსამართლეებს და პროკურორებს რომ გადმოიბარებ, რომლებიც რეჟიმს ემსახურნენ და საბოლოოდ და ყველა იურიდიულ დოკუმენტზე მათ მოაწერეს ხელი, ამას ყველაფერს რომ გადმოიბარებ, ნელ-ნელა დაემსგავსები კორუფციაში, ტყუილებში, პესიმიზმში. ჩემთვის გუშინდელი ეთერი იყო როგორი პესიმიზმით გაჯერებული, რაც ვართ ეს ვართ. იმათ ხომ ვჯობივართ, კაი მე ეს ვარ, მაგრამ იმათ ხომ ვჯობივართ? მე ვფიქრობ, გუშინ ადამიანები დაითრგუნებოდნენ ამ გამოსვლით, იმდენად პესიმისტური და არაიმედის მომცემი იყო ეს ყველაფერი“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იტვირთბა....