aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დავინახეთ ძალიან დიდი შიშის თვალები” – გოცირიძე ივანიშვილზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ერთიანი ნაციოალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ “დავინახეთ ძალიან დიდი შიშის თვალები”.

გოცირიძეს მიაჩნია, რომ ივანიშვილს, რომელმაც დაპირების არშესრულებით “გადააგდო ყველა”, სამართლიანად უნდა ეშინოდეს ქართველი ხალხის.

“ჩვენ ვნახეთ შეშინებული ადამიანის ინტერვიუ, რომელიც მთელი საუბრის განმავლობაში, ყოველ მეორე სიტყვაში ახსენებდა “ნაციონალურ მოძრაობას” და ამბობდა, რომ არ ეშინია. ჩვენ დავინახეთ ძალიან დიდი შიშის თვალები. აი, ახლა პარლამენტის ირგვლივ აღმართულია შიშის კედელი. ეს არის ივანიშვილის ინტერვიუს გამოვლინება შიშის სახით აქ. მას სამართლიანად უნდა ეშინოდეს ხალხის იმიტომ, რომ მან მოატყუა ყველა – მოატყუა საკუთარი გუნდი, მოატყუა ოპოზიცია, ქართველი საზოგადოება, საერთაშორისო საზოგადოება. როგორც შინ და ასევე გარეთ ჩაიდინა არნახული თაღლითობა. გაერო-ს ტრიბუნაზე ალაპარაკა მის მიერ ხელდასმული პრეზიდენტი, რომ ქვეყანა გადადიოდა ახალ საარჩევო სისტემაზე. როდესაც ქვეყანას გადააგდებ, უნდა ელოდო შესაბამის რეაქციას. ნუ ჰგონია ვინმეს, რომ ეს დამთავრდება ასე მარტივად. დამთავრებულია ეს ხელისუფლება. ჩვენ ვართ ახლა ძალიან მშვიდად და გვეცინება, ვინაიდან პიკეტი უნდა გაგვეკეთებინა და თავად მოუწყეს საკუთარ თავს პიკეტი”, – უთხრა “მეტრონომს” რომან გოცირიძემ.

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “SWOT ანალიზი” ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა. პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების საკითხზე განაცხადა: “არაფერი დრმატული არ მომხდარა, თუ პრაგმატულად შევხედავთ”.

 

მარიამ იმერლიშვილი

 

იტვირთბა....