პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება, მიზნად ისახავს არა ცალკეული ინსტიტუტების, არამედ სახელმწიფოს ბლოკირებას.
ის მინისტრთა კაბინეტს მიმართავს და მოუწოდებს, გააორმაგონ ყურადღება და კონცენტრაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის გასაგრძელებლად.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლება შეიძლება მიაჩნია პოლიციელის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ, სახელმწიფო სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი მსგავს ნაბიჯებზე იქნება სრულად კანონიერი, გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ეს ბლოკირება, არ ნიშნავს ცალკეული ინსიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას, ამიტომ მინდა მოგიწოდოთ, თითოეულ თქვენგანს, გავაორმაგოთ ჩვენი ყურადღება და კონცენტრაცია, რამეთუ ყოველდღიურად, ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ სახლემწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება. ჩვენი ვალდებლებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, მასწავლებელზე, მედიკოსზე რიგით მოქალაქეებზე, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და მთავრობის ძირითადი მოვალეობა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში და ვინც არ უნდა ცდილობდეს, სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით სახელმწიფოს ბლოკირებას,“ – განაცხადა გახარიამ.