aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

13 ფრანგი სამხედრო დაიღუპა მალიში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად

aviabiletebi
ავიაბილეთები

მალიში, ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად 13 ფრანგი სამხედრო დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა ორშაბათს საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამხედროები მალიში ჯიჰადისტების წინააღმდეგ იბრძოდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

მალიში 2013 წლიდან სულ 38 ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა.

 

იტვირთბა....