ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტის პლენარული სხდომა ოპოზიციური პარტიების გარეშე მიმდინარეობს

დღეს 12 საათზე დაგეგმილი პარლამენტის პლენარული სესია ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაირა და კვორუმი, რომლისთვისაც 76 დეპუტატის დასწრებაა სავალდებულო, შედგა.

სხდომათა დარბაზში იმყოფებიან დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი, მათ შორის ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ლევან კობერიძე. პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატები. სხდომას არ ესწრება ასევე “პატრიოტთა ალიანსის” წევრებიც.

იტვირთბა....