სალომე ზურაბიშვილს რეზიდენციაში, “გირჩის” აქტივისტებმა საჭმლის მომნელებელი პრეპარატი მიუტანეს.
იმ დროს როცა რუსთაველზე აქცია მიმდინარეობდა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სალობიე “ბიაში” იმყოფებოდა, მაჩაბლის ქუჩაზე.
როგორც “გირჩის” აქტივისტები ამბობენ, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და რუსთაველზე აქციები მიმდინარეობს, ქვეყნის პრეზიდენტის ქმედება აბსოლუტურად არაადეკვატურია და ამ ჟესტით სწორედ ამის ჩვენება უნდათ.
შეგახსენებთ, რომ აქციების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მაჩაბელზე მდებარე სალობიე “ბიაში” იმყოფებოდა.
დღეს დილით დაახლოებით 5 საათზე აქცია წყლის ჭავლით დაარბიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით სულ დაკავებულია 28 ადამიანი. აქციის ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც დარბევის შემდეგ სხეული გადაუცივდა და შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა. თუმცა ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს.
ფოტო: girchi.com