პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან, სადაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის სხდომას მართავს, “შეცვალეს” აქცია მიმდინარეობს.
ტრანსფარანტებით და შეძახილებით – „ბიძინა, ჩვენ ისევ მოვედით“ – აქციის მონაწილეები მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.