ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე” -დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და პროფესიული კავშირები აქცია გამართავენ

24 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და პროფესიული კავშირები საპროტესტო აქციას გამართავენ.

აქციას შეუერთდებიან გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი” და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირი „ერთობა 2013”.

„კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე”- ეს იქნება აქციის მთავარი ლოზუნგი.

როგორც ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, ისინი დააფიქსირებენ, რომ არ სურთ რიგგარეშე არჩევნები და მოითხოვენ პროპორციულ არჩევნებს.

აქცია 15:00 საათზე, ფილარმონიის წინ გაიმართება.

იტვირთბა....