aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “თუ საჭიროა ხელითაც უნდა შევეხოთ, აბა როგორ?” – ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევარი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ალბათ საჭირო იყო ფიზიკურად რომ გაუსწორდნენ ჟურნალისტებს – ასე ეხმაურება ტელეკომპანია იმედის გადამღები ჯგუფის ცემის ფაქტს,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევარი.

“ქრისტე ღმერთი აგერაა, თავისუფლება იწყება მამა გაბრიელიდან.. დავდეგთ ყველანი ერთად… ღმერთმა უნდა გაგვაერთიანოს. ალბათ საჭირო იყო ფიზიკურად რომ გაუსწორდნენ ჟურნალისტებს იცით რატომ? რწმენაში რომ მოვიდეს ხალხი, თუ საჭიროა ხელითაც უნდა შევეხოთ აბა როგორ? უნდა მოაშორო ის ბოროტი” – აცხადებს ბერი ნარიმანის ერთ-ერთი მრევლი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ. ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის წევრები კი საავადმყოფოში გადიყვანეს.

იტვირთბა....