“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში შვილის, ბექა ნათლაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
“როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა და სახლში არ დაჯდებოდა.დიდი მადლობა სოლიდარობისათვის. მალე როლები შეიცვლება და დამჭერნი დასაჭერნი გახდებიან. ასეთია ისტორიული კანონზომიერება”, – წერს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან 6 პირი, მათ შორის ბექა ნათელაშვილი დააკავეს.