მთავარი პოლიტიკა

გიორგი გაბაშვილმა საკრებულოს სხდომაზე ტრიბუნას ბოქლომი დაადო

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაურია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს სხდომას ბოიკოტს უცხადებენ.

„ირაკლი ნადირაძის  მიმართ სოლიდარობა არ გაქვთ? მიხვედით სასამართლოში, იკითხეთ, ჰქონდა თუ არა თავისუფალი სასამართლოს პირობები? სოლიდარულები უნდა იყოთ ნადირაძის მიმართ, რომელიც პატიმრობაშია“ , – მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს “ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

ამის შემდეგ საკრებულოს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი გაბაშვილი ტრიბუნასთან მივიდა და მას ბოქლომი დაადო.

იტვირთბა....