“მთავარი არხი” აქვეყნებს არჩილ თალაკვაძის, კახი კალაძის და ანუკი არეშიძის თვითმფრინავის ბორტზე გადაღებულ ფოტოებს. ტელევიზიის ინფორმაციით, ისინი მილანში მიფრინავენ.
თუმცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ კატეგორიულად უარყოფს ტელეკომპანია “მთავარიასა და “ფორმულას” სიუჟეტს, თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე, ძვირადღირებულ ვილაში ისვენებდა.
მისი განმცხადებით ის დილიდან პარლამენტში იმყოფება.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სიუჟეტები ეთერში გავიდა ისე, რომ ინფორმაცია გადამოწმებული არ ყოფილა.
„ფორმულასთან“ და „მთავარ არხთან“ არავის აქვს შესათანხმებელი, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ. მე მაინც საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ დეზინფორმაციაზე პასუხი გამეცა. თქვენი მტკიცებით, მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე დასასვენებლად, ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ სინამდვილეში ვარ პარლამენტში ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ფორმულას” ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თბილისის მერთან ერთად იტალიაში კიდევ რამდენიმე დეპუტატი და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. თითქმის 40 კაციანი შემადგენელობა კომოს ტბაზე ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ არჩილ თალაკვაძე მასთან ერთად დაბრუნდა საქართველოში.
“ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებთ არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ”, – წერს გიორგი კანდელაკი.