თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ შეკრებილი „გაბედეს“ წარმომადგენლები ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.
ამ წუთში გამზირზე აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, დაკავებულია რამდენიმე პირი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წევრი ოთარ ბექაური დააკავეს, რასაც აქტივისტების მხრიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკეტის მუქარა მოჰყვა.