ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქუთაისში “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს (ვიდეო)

“ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა და მერიის ააიპების თანამშრომლებმა, საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის კაბინეტთან მიიტანეს ცოცხები, რომლებზეც “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ლიდერების ფოტოებია გაკრული. მათ შორის არიან: ელენე ხოშტარია, გიგა ბოკერია, გრიგოლ ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილი.

“მოგიტანეთ თქვენი სიმბოლო. გიყვართ ცოცხებიც და ესენი და მოიხმარეთ მშვიდობაში”, – მიმართეს მათ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

ფოტო და ვიდეო : https://www.kutaisipost.ge/

პარალელურად, დღეს დილიდან, „ევროპულმა საქართველომ” და სამოქალაქო აქტივისტებმა რეგიონებსა და დედაქალაქში, “დაბოქლომების“ აქცია დაიწყეს. ამ დროისთვის „დაბოქლომების“ აქცია უკვე გაიმართა გურიაში, ლაგოდეხში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხაშურში, ახალციხეში, ახალქალაქში, თბილისში, თელავსა და რუსთავში.

„ევროპული საქართველოსა” და აქტივისტების ბოქლომებს ცოცხები დაახვედრეს ლაგოდეხშიც, სადაც აქტივისტები ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის ბიუროს ოთახის დაბოქლომებას აპირებდნენ.

შეგახსენებთ, პირველად ბოქლომები 18 ნოემბერს ოპოზიციურმა პარტიებისა და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს დაადეს.

იტვირთბა....