“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით,” ყველა ხელისუფლების მსახურ ენზელ მკოიანს არლამენტში 2 წელია სიტყვა არ უთქვამს. მდუმარებისთვის ბიუჯეტიდან 110 000 ლარი მიიღო
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ენზელ მკოიანი 1999 წლიდან პარლამენტის წევრია. იგი ჯერ შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის გუნდში ირიცხება.
მკოიანი ერთ-ერთი მაჟორიტარია, რომელმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.
“ფლანგვის დეტექტორის” ცნობით, მის სახელს უკავშირდება არაერთი ბიზნესი და შესაძლო კრიმინალური ქმედებები.