ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოზურგეთში, თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისისთვის ბოქლომის დადებას დაპირისპირება მოჰყვა

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისს ბოქლომი დაადეს.

მათი განცხადებით, ადგილზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები და პოლიცია დაახვედრეს, რის გამოც ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.

„დაგვახვედრეს დაცვის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, სუს-ი, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც არ გვაძლევდნენ საშუალება, რომ ბიუროს ოფისისთვის ბოქლომი და ჯაჭვი დაგვედო. გვეტაკნენ, წაგვაქციეს, თუმცა საბოლოოდ, თალაკვაძის ოფისი მაინც დალუქულია. სტიკერები გავაკარით თვითონ მერიის შენობაზეც, სადაც თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროა განთავსებული.

გვქონდა დაპირისპირება „ქართული ოცნების“ აქვტივისტებთან. დაიწყეს შეურაცხყოფა, თუმცა დავუფიქსირეთ, რომ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები და ვაპროტესტებთ გადაგდებას.

ვუთხარით, რომ კიდევ დავბრუნდებით. არ მოვასვენებთ. ყველგან, სადაც წავლენ, მივალთ და შევახსენებთ, რომ დანაპირები უნდა შეასრულონ და არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით“, – განუცხადა „ინტერპესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პარტია და მათი მხარდამჭერები დღეს ბოქლომის დადებას სხვა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ოფისებზეც გეგმავენ.

იტვირთბა....