„მორიგ ჯერზე სასამართლოს ხელით განხორციელდა პოლიტიკური სადამსჯელო ოპერაცია თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეების წინააღმდეგ. არ გეგონოთ, რომ ამ კომფორტში შეძლებთ გააგრძელოთ ადამიანების დატყვევება, პოლიტიკური დაკვეთების შესრულება და ამ ქვეყნის დანგრევა. წლებია, თქვენ ემსახურებით პოლიტიკურ ინტერესებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გუშინ აქ არეულობა იმიტომაც იყო, რომ რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა ეს საქმეები განეხილა. იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებთ უკანონო პოლიტიკურ დაკვეთებს, ნუ გექნებათ იმედი, რომ არჩევნების შემდეგ ისევ დაალაგებთ სიტუაციას და დარჩებით სასამართლო ხელისუფლებაში”.
ანა ნაცვლიშვილი, მოძრაობა “ლელოს” წევრი
მოძრაობის წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ბრიფინგი გამართეს და სოლიდარობა გამოუცხადეს 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას დაკავებულებს.