გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 22 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანში. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.
“ისნის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, წულუკიძის, ვაზისუბნის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, მანდელშტამის, სამგორის, ლოლაძის და კაკაბეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 I კვარტლის, შუამთის, კალოუბნის და კაკლიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკა ბეჟანიშვილის, ქართლის, ილურიძის, დიდი-ჯიხაიშის, ლომთათიძის, თმოგვის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის, კოკინაკის, სვერის, ჯავის, ზედაზენის და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ და II მიკრორაიონების, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ბოჭორიშვილის, ნოზაძის, ალეკო გობრონიძის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VI, VII, VIII მიკრორაიონების, ილია ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის და თელეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლოვანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” ინფორმაციაში.