საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, ჯოჯოხეთში ოპოზიცია თავად მოხვდება, რადგან დიდ რუსთაველს თუ დავესეხებით, ბოროტს კეთილი ამარცხებს
სოფო კილაძის თქმით, ოპოზიციას რა ბერკეტებიც შემორჩათ, იმ ბერკეტებით ცდილობენ ძალადობის გაგრძელებას.
„2012 წლიდან ვისმენთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას” დაასრულებს, მაგრამ რეალურად რასაც ვხედავთ, ისინი რა მოძალადეებიც იყვნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლაც იგივეს აგრძელებენ. უბრალოდ, მათ ბერკეტები აღარ აქვთ და რა ბერკეტიც შემორჩათ, იმას იყენებენ. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ჯოჯოხეთში ისინი თავად მოხვდებიან, რადგან დიდ რუსთაველს თუ დავესეხებით, ბოროტს კეთილი ამარცხებს“, – განაცხადა კილაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს იქნება ხელისუფლებაზე წნეხი და მათთვის პოლიტიკური ჯოჯოხეთის შექმნა.