18 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, გიორგი რურუას დაპატიმრება “სირცხვილია”-ს ფინანსურ მხარდაჭერასთან არის კავშირში.
“ეს არის შურისძიება ‘სირცხვილია’-ზე. შურისძიება იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც თვეების განმავლობაში მუხლჩაუხრელად ცდილობდნენ მიძინებული საზოგადოების გამოღვიძებას. ამის ნაწილია რურუას დაკავებაც, რომელიც იყო ‘სირცხვილია’-ს ფინანსური მხარდამჭერი. პოლიტიკური ტერორი თუ გაინტერესებთ რა არის – ესაა” – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.