ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რაც დასაშვებია ნინოსთვის, დაუშვებელია ალისთვის” – აზერბაიჯანული მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

აზერბაიჯანული მედია, კერძოდ კი  „Haqqin.az, თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მედიის ცნობით, თბილისში ივნისიდან მოყოლებული საპორტესტო აქციები იმართება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ზოგჯერ საკმაოდ მკაცრი მეთოდებით უსწორდება, იყენებს რა რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლსა და რკინის ხელკეტებს.

„ძალიან უცნაურია, რომ საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურად კანონიერი, მაგრამ დასავლური თვალსაზრისით რომ ვთქვათ არალიბერალური, თითქმის „რესპრესიული მეთოდები“ არ იწვევს პროტესტს აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის მისიაში. არანაირი საჩივარი არ ისმის არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო“,- წერს გამოცემა.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს, რომ დასავლეთის მიდგომა საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანთან, სრულიად განსხვავებულია.

„თბილისში, მანიფესტაციებს რეზინის ტყვიებს უშენენ. ვაშინგტონი და ბრიუსელი დუმს. ქართულ ოპოზიციას კუთხეში იმწყვდევენ-ვაშინგტონი და ბრიუსელი დუმს, მაგრამ აი, თუ აზერბაიჯანული ოპოზიციის უმწეო და მშიშარა ნაწილი ცდილობს ბაქოს ცენტრში არეულობა მოაწყოს და მას სამართალდამცავთა წინააღმდეგობა შეხვდება, დასავლეთი ამ ხელისუფლების ქმედებებს არალეგიტიმურ და არაპროპორციულად მიიჩნევს“ – ნატქვამია გამოცემაში.

შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარცევნო სისტეიმის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტის წინ აქციები იმართება.

იტვირთბა....