ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“დამთავრდა ყველაფერი, ეს ტირანიაა…” – აქტივისტებს ერთმა მოსამართლემ ვერდიქტი გამოუტანა

სასამართლომ გამოუტანა განაჩენი 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულ აქტივისტებს.

ყველაზე მაქსიმალური სასჯელი არის 13-დღიანი პატიმრობა. ზოგ აქტივისტს მოსამართლემ 7-დღიანი, ზოგს 13 დღიანი, ზოგს კი – 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მისჯილთა შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც მოსამართლემ 300-ლარიანი და 1000-ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის დავით ბერძენიშვილის ვაჟს, ზუკა ბერძენიშვილს მოსამართლემ 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მისი თქმით, ის უკმაყოფილოა განაჩენით, რადგან თუკი სხვებმა 13 დღე უნდა გაატარონ ციხეში, რა დააშავა მან, რომელსაც მხოლოდ 7 დღე მიუსაჯეს.

“მე უკმაყოფილო ვარ, რითი ვარ ჩემს მეგობრებზე ნაკლები, რომლებსაც 13-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს და მე – მხოლოდ 7 დღეს. მე უკმაყოფილო ვარ მოსამართლის” – განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

“დამთავრდა ყველაფერი, ეს ტირანიაა… ორშაბათს გრძელდება აქციები” – ასე შეაფასა სასამართლო პროცესი ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიშა მშვილდაძემ.

შეგახსენებთ, 18 ნოემბრის აქციაზე დააკავეს 37 აქტივისტი, რომელთა სასამართლო პროცესები უცნაურად გაიწელა და საბოლოოდ, 2-დღიანი პროცესების შემდეგ მათი ვერდიქტი გვიან ღამით იქნა გამოტანილი. აღსანიშნავია, რომ 37-ივე აქტივისტის საქმეები მხოლოდ ერთმა მოსამართლემ განიხილა.

 

იტვირთბა....