თბილისის საქალაქო სასამართლომ “მთავარი არხი” ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვდა. პროკურატურის განცხადებით, არის საშიშროება, რომ ბრალლდებული ხელს შეუშლის გამოძიებას და ახალი მტკიცებულებების მოძიებას.
გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო.
ადვოკატები რურუას აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ რომ, მას იარაღი ჩაუდეს. თავად გიორგი რურუა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
შეგახსენებთ, გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
გიორგი რურუას საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 9 იანვარს ჩაინიშნა.