aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაცებთან შესისლხორცების, კოლექტიური ზარდიაშვილების და აფთიაქარების გამო ვარ ოცნებასთან დაპირისპირებული”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაცებთან“ შესისლხორცების, კოლექტიური ზარდიაშვილების და „აფთიაქარების“ გამო ვარ მე “ოცნებასთან” დაპირისპირებული”, – აღნიშნული განცხადება დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური არაგამჭრიახობა კიდევ ერთხელ აჩვენა.

“ახლაც გავაფრთხილე,  თუ უნდათ რომ ეს პროტესტი იყოს საყოველთაო და სახალხო, ეს არ უნდა იყოს ერთი პოლიტიკური ძალის პროტესტი. მაშინ იქნება ყველა არა ერთის, არამედ ყველა ორის წინააღმდეგ!

რაც შეეხება ივანიშვილს, ბოლო პროცესებმა აჩვენა, რომ მან  კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი პოლიტიკური არაგამჭრიახობა, რადგან კალაძის ხელი ჩანს ყველგან. სწორედ კალაძეს ჰყავს  ამ ეტაპზე 22 მაჟორიტარი და თუ ასე გაგრძელდა, სწორედ ის გახდება ყველაზე წამყვანი ფიგურა, მთელი ადმინისტრაციული რესურსით.

ზოგადად კი, ადამიანები ვისაც შია, ვისაც შემოსავალი ყოველდღე უმცირდება, მათ სულ არ აინტერესებს მაჟორიტარული იქნება, თუ პროპორციული. ამიტომ „ოცნებამ“  საკუთარი სათავეში დარჩენის გეგმა კი არა,  ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა უნდა შესთავაზოს მოსახლეობას”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

იტვირთბა....