საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულს 2 ჭრილობა აქვს , ის უკვე გადაყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში.