ახალი ამბები მთავარი სამართალი

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად ცნო

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ 2018 წელს მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად ცნო

როგორც უკრაინული მედია უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურუზე დაყრდნობით წერს, უწყებამ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის, სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ მოსარჩელის პოლონეთის რესპუბლიკაში რეადმისიის უკანონოდ აღიარებისა და გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიგრაციული და სასაზღვრო სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებების უკანონოდ აღიარებას ითხოვდა.

იტვირთბა....