aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რომელ ნატო-ში გაწევრიანებაზე მელაპარაკები – შენი პრობლემა არ მოგიგვარებია” – ჯაფარიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო და “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა “ხალხი გადააგდო”, საქართველოს “სერიოზულად” აღარავინ აღიქვამს.

ამასთან, ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია არის “ნაგავი” და სწორედ ამიტომ, საზოგადოების პროტესტი არ არის ისეთი მძაფრი, როგორიც უნდა იყოს.

“გირჩის” ლიდერის აზრით, იმის მიუხედავად, რომ “ქართული ოცნების” შემცვლელის ალტერნატივას ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ვერ ხედავს, “ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ”.

“გვაქვს ასეთი მოცემულობა – ჩვენ გვყავს ბიძინა ივანიშვილი – ამ ქვეყნის მმართველი, რომელმაც გადაგვყარა ჩვენ და გადაყარა ყველა. ამას როდესაც ვამბობთ, მე მგონი, ამის შინაარსი არამიანებს არ ესმით ბოლომდე. ჩემთვის პირადად ორო რამე არის მნიშვნელოვანი – ერთი არის ის, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ, როგორც ქვეყანას, როგორც ხალხს, როგორც ერს სერიოზულად არავინ არ გვიყურებს… იმიტომ, რომ ხელისუფლება არის გადამგდები. თუ ვინმეს რამე სტრატეგიული ინტერესი გააჩნია ამ რეგიონში, ამ ქვეყანაში, ამ ხალხს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ეს ქვეყანა განვითარდებოდა პოლიტიკურად რაღაც მიმართულებით და მათ მოლოდინი ჰქონდათ ეს კაი ხნის განმავლობაში და უცებ, ჰოპ – ამ ადამიანმა უთხრა, რომ ფეხზე მკიდია თქვენი აზრი… ჩვენ უბრალოდ ჭაობში ვართ და ვიძირებით ამ კონკრეტული გადაწყვეტილების გადაგდების გამო. ეს არის ერთი ამბავი, მაგრამ ჩემთვის აქ არის მეორე ამბავიც – ეს არის მორალური ამბავი. ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, ვიმყოფებით მონების მდგომარეობაში. როგორ შეიძლება, რომ როგორც ქვეყანასთან, ვინმემ საქმე დაიჭიროს, როცა შენ ჯერ შენი პრობლემა არ მოგიგვარებია. რომელ ნატო-ში გაწევრიანებაზე მელაპარაკები, სირების დოღი ხართ ჯერ…

გასააზრებელია, რომ ხდება ის, რომ პარლამენტის შენობასთან არის ცოტა ხალხი. ამის მიზეზი არის ის, რომ ოპოზიცია არის ასევე ნაგავი. ესეც სათქმელია და ამის გამო არ გამოდის ხალხი. სანამ პარტიები გულწრფელად ლაპარაკს არ დაიწყებენ, ხალხი არ გამოვა. გვაქვს რეალობა, როდესაც თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი მატყუარებით არის სავსე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბრძოლა უნდა შევწყვიტოთ”, – განაცხადა “მთავარ აქცენტებში” საუბრისას ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლილსას დაკავებულთა შორის იყო.

იტვირთბა....