მთავარი ციტატა

“მზად ვარ ჩავიდე და ჩავენაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად ყველანაირი არხებით ხდება ზეწოლა.

“ვაჟა გაფრინდაშვილი არის ყველაზე უფრო ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი. იმ პროფესიის, სადაც ჰიპოკრატეს ფიცი ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერს. აი ამ პროფესიის წარმომადგენელი დღეს რჩება მძევლად, ეს ადამიანი თავისი პატრიოტიზმის გამო არის აყვანილი მძევლად. ​ექიმების ინიციატივაა, რომ მის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად. მეც მინდა შევუერთდე ამ ინიციატივას და პირდაპირ ვთავაზობ ჩემს თავსაც. მეც, ერთი პირი წავალ, თუ ასეთი პრინციპული არის სეპარატისტული რეჟიმისთვის ისეთი ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეხმარებოდნენ დაჭრილებს, მაშინ ჩვენ დღეს ყველა ვართ ვაჟა გაფრინდაშვილი, ვართ მძევალი სეპარატისტული რეჟიმის. პირადად მე ვარ მზად, რომ ჩავიდე დღესვე და ჩავანაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილი. რა თქმა უნდა, ყველანაირი არხებით კეთდება ყველაფერი. ეუთო-ს პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება. ყველა არხით ხდება ზეწოლა, იქნება მთელი რიგი განცხადებები გაერო-ს მხრიდან და მთელი რიგი ღონისძიებები, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არაა, ამიტომ ჩვენ ექიმები მზად ვართ, რომ ჩავიდეთ და ჩავენაცვლოთ” – აკაკი ზოიძე.

შეგახსენებთ, რომ გაფრინდაშვილის დაკავებას ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა “თეთრი ხალათების” აქცია.

ასევე, ილია II ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს

შგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

იტვირთბა....