“ერთადერთი, რაც მაქვს სანანებელი, ის არის, რომ როდესაც მქონდა შანსი, მშობლები არ ჩავაყენე საქმის კურსში და ვიფიქრე, რომ ჩვენ, ბავშვები თვითონ შევძლებდით დალაპარაკებას მშვიდობიანად, რაც დიდი შეცდომა აღმოჩნდა.
ვფიქრობ, რომ არ ვარ იმ ასაკში და იმ გამოცდილებისა და ცოდნის პატრონი, რომ ჩემს თანატოლებსა და უმცროსებს რჩევა-დარიგებები ვაძლიო, მაგრამ გულით რისი თქმაც მინდა, ის არის, რომ მშობლებთან ვიყოთ გახსნილები და ისინი ჩვენი პრობლემების შესახებ ჩავაყენოთ საქმის კურსში. ეს აუცილებლად აღკვეთს იმ მრავალ პრობლემას, რომელიც მოზარდებს გვაქვს“
მიხეილ კალანდია – ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული პირი
“ინტერპრესნიუსი”