ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტთან აქცია დღეს არ გაიმართება

დღეს, პარლამენტთან მიტინგი არ გაიმართება, თუმცა ადგილზე ისევ რჩება 10-მდე კარავი. საავტომობილო გზა რუსთაველის გამზირზე უკვე გახსნილია.

ოპოზიცია და აქციის ორგანიზატორები მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს აღარ გეგმავენ, თუმცა ამბობენ, რომ მომდევნო დღეებში პერიოდულად ექნებათ სხვადასხვა აქტივობა, რის შესახებაც საზოგადოებას აცნობებენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 25 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს. მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლის შოთა დიღმელაშვილის თქმით, ასეთი პიკეტირება ყოველ ორშაბათს გაიმართება.

ფოტო: პირველი არხი

 

იტვირთბა....