თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 36 ადამიანი გათავისუფლებულია. სასამართლო პროცესები კი დღეს, 13:00 საათიდან გაიმართება.
რაც შეეხება “გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საკითხს, რომელიც ხელწერილით იყო გათავისუფლებული, მისი პროცესი დღეს, 18 საათზე გაგრძელდება.
ყველა აქტივისტმა სასამართლო დარბაზი დატოვა. “შეცვალე” – იყო სკანდირება, როცა მოსამართლემ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
შეგახსენებთ, 18 ნოემბრის აქციაზე დააკავეს აქტივისტები, რომელთა საქმე ძირითადად, ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას, ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.