aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეები საქალაქო სასამართლოსკენ მიემართებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გუშინ აქციის დაშლისას დაკავებულ მოქალაქეთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, შეკრებილ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები უერთდებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან დავით ბაქრაძე, დავით ბერძენიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარიაც.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. საქალაქო სასამართლოს მეორე სართულზე ხალხს აღარ ეძლევა საშუალება, რომ გადაადგილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს აქციის დაშლისას დაკავებულთა სასამართლო განხილვა უკვე 12 საათია, რაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი დამატებითი მტკიცებულების მოპოვების მიზეზით გადაიდო. სასამართლო ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურის და ლუკა ჭიჭინაძის საქმეს განიხილავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

იტვირთბა....