ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად 25 ნოემბერს საპროტესტო აქციას, 26 ნოემბერს კი პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს

დედაქალაქში 25 ნოემბერს საპროტესტო აქცია, 26 ნოემბერს კი პარლამენტის პიკეტირება იგეგმება – ამის შესახებ განცხადებები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დღეს გაკეთდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, პროპორციული არჩევნები არის გარდაუვალი აუცილებლობა.

“ორშაბათს, შვიდ საათზე იქნება ძალიან დიდი აქცია და თუ დეპუტატებს, რომლებიც თავისი ბიზნესისთვის არიან იქ პარლამენტში, ფულისთვის ან უბრალოდ ეშინიათ შენი, თუ მათ მოუნდებათ იქ შესვლა, მაშინ ჯერ ქართული პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინაშე, ჩვენ, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით მოპროტესტე მოქალაქეები და მათთან ერთად პოლიტიკური პარტიებიც, ყველა, მინუს ბიძინა ივანიშვილი, ერთად ერთის წინააღდეგ, ჩვენ ყველა უნდა გაგვწიონ, როგორც გაგვწიეს, კიდე მოიყვანონ ის წყლის მანქანა, გამოიყვანონ ისევ პოლიციელები. ასეთ წნეხს იგი მთელ წელი ვერ გაუძლებს და თუ გაუძლებს, მაშინ რა მოდელიც არ უნდა იყოს, იმ მოდელს წააგებს. ყოველ კვირას სიცოცხლეს გაგიმწარებთ“, – განაცხადა  აქციაზე სიტყვით გამოსვლისას შოთა დიღმელაშვილმა.

ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით აქციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა, გიორგი გუგავამაც ისაუბრა.

„მაქვს პატივი, ოპოზიციური ფორმატის სახელით გამოვაცხადო დღეს შეთანხმებული მოქმედების გეგმა. გუშინდელ დღეზე ის მიიღებს უმწვავეს აქციებს. ორშაბათს, 19:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, გაიმართება ფართომასშტაბიანი მსვლელობა რუსთაველისკენ და კვლავ მოხდება პიკეტირება პარლამენტის. ჩვენი ქმედებები იქნება პრინციპული, იქნება შეუვალი, იქნება კონსტიტუციური, კანონიერი, მათგან განსხვავებით. ჩვენ ვაიძულებთ, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი,სამართლიანი, პროპორციული არჩევნებით დამთვარდეს, ოლიგარქია უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ამავე დროს, ყოველდღიურად, ორშაბათამდე გაიმართება უმწვავესი აქციები, უმწვავესი პიკეტირებები, ადმინისტრაციული შენობების, ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ აუტანელი გარმეო, აუტანელი პირობები, რომ ვაიძულოთ, დაჰყვნენ ქართველი ხალხის ნებას და მოშორდნენ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

იტვირთბა....